დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
რა დადებითი თვისებები აქვს ხილს ორგანიზმისთვის და დღის რომელ მონაკვეთშია რეკომენდებული ხილის მირთმევა? - ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა MomsEdu.ge-მ ჩაწერა.
„ხილი ორგანიზმისთვის შეუცვლელი ვიტამინებისა და მინერალების შესანიშნავი წყაროა. ის მდიდარია ბოჭკოებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამართული მუშაობისთვის. ხილი შეიცავს ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ანტიოქსიდანტების ფართო სპექტრს. რაციონში ხილის ადეკვატური შემცველობა ამცირებს ისეთი დაავადებების ავითარებს რისკს როგორებიცაა: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ავთვისებიანი სიმსივნეები, შაქრიანი დიაბეტი. სასურველია, ყოველთვის მივირთვათ სეზონური ხილი, რათა მათში მაქსიმალურად იყოს წარმოდგენილი ვიტამინები და მინერალები. მიმდინარე სეზონი მდიდარია ციტრუსებით, რომლებიც წარმოადგენენ სხვა მრავალ ვიტამინთან და მინერალთან ერთად განსაკუთრებით C ვიტამინის მდიდარ წყაროს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არსებული პანდემიის პირობებში ჩვენი იმუნური სისტემის გამართული მუშაობისთვის.
ჩვენი მკითხველისთვის განსაკუთრებით საინტერესოა, როდის არის სასურველი ხილის მირთმევა. დავიმახსოვროთ, რომ ხილი აუცილებლად უნდა ჩავრთოთ ყოველდღიურ რაციონში და მივირთვათ როგორც ცალკე, დამოუკიდებელი, სრულფასოვანი კვება. ყოველდღიურად რეკომენდებულია 300-400 გრ. ოდენობით სეზონური ხილის მირთმევა დღის პირველ ნახევარში, საუზმესა და სადილს შორის მონაკვეთში. (აქვე გამოვყოთ, რომ მათთვის, ვისაც აქვთ შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე, ჭარბი წონა, აკრძალული ხილია: მსხალი, ბანანი, კარალიოკი, ხურმა, ლეღვი, ყურძენი). არ არის სასურველი ხილის სხვა საკვების მირთმევის შემდეგ მიღება (რაც უხშირესად ხდება მოსახლეობაში და ხილი აღიქმება ამ შემთხვევაში როგორც დესერტი), ამ დროს ირღვევა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გამართული მუშაობა და ნივთიერებათა ცვლა.
სასურველია, თავი შევიკავოთ საღამოს ხილის მირთმევისგანაც, რადგან ის ხშირად იწვევს შებერილობას. უმჯობესია, აღნიშნული დისკმოფორტი ღამის საათებში ავირიდოთ, რადგან არ მოხდეს სრულფასოვანი ძილის რეჟიმის დარღვევა. მათ, ვისაც განსაკუთრებით უყვარს ხილი, რეკომენდაცია იქნება სეზონური ხილი ჯამში 500 გრ. ოდენობით გაყონ ორ მირთმევაზე: პირველი საუზმესა და სადილის შორის, ხოლო მეორე სადილსა და ვახშამს შორის“.
ასევე ნახეთ:
დღეს სავსემთვარეობაა - იყავით ფრთხილი, წინდახედული... - ცაგარელის პროგნოზი
3 წლის ბავშვი ყურძნის მარცვლებით დაიხრჩო - ტრაგედია საბერძნეთში