პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დღევანდელ რეალობაში ეკლესიას აქვს ძალიან აქტიური ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ასეთი ჩანაწერის გაკეთება იქნება ფაქტის კონსტატაცია, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
„ჩვენ ბოლო პერიოდში ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც ფასეულობათა ცვლის ძალიან დიდი დინამიკა გვაქვს და ეკლესიას უხდება ხელჩართული ბრძოლა იმისათვის, რომ არ მოხდეს რადიკალური ჩანაცვლება. ღირებულებების და ფასეულობების. დღევანდელ რეალობაში ეკლესიას აქვს ძალიან აქტიური ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ასეთი ჩანაწერი იქნება ფაქტის კონსტატაცია. ჩანაწერში, რომელიც გაკეთდა კონსტიტუციური შეთანხმების დროს, ვერ მოხერხდა ჩაწერა და აღნიშვნა იმის, რომ ეკლესიას აქვს თანამედროვე ცხოვრებაშიც მნიშვნელოვანი ფუნქცია. იქ მხოლოდ აქცენტი იყო გაკეთებული ისტორიულ მნიშვნელობაზე და მაშინ იყო სურვილი ამის ჩაწერის, თუმცა, გარემოებებმა შეუშალა ხელი. დღეს ამის ჩაწერა იქნება აღიარება, კონსტატაცია რეალობისა“,- აღნიშნა ჯაღმაიძემ.