პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
შოვში, სტიქიის შედეგად ერთ-ერთი დაღუპული ნინო კენჭაძეა. ცხედარი მამამ ამოიცნო. ნინო კენჭაძესთან ერთად სტიქიის ზონაში ორი ახალგაზრდა გოგო, გვანცა ბუბაშვილი და სალომე ხეთაგური, იმყოფებოდენენ. მათ შესახებ ამ დრომდე არაფერია ცნობილი.
ტრაგიკულად დაღუპულ გოგოს დღეს დაკრძალავენ. ოჯახის ახლობელი ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„დედამიწას უჭირს... ქვეყნებს უჭირს... ოჯახებს უჭირს... ომით... ცეცხლით წარღვნით და რა ვიცი კიდევ რით... მე კი მიჭირს ჩემი ოჯახი... ჩემი და… დიშვილი... სიძე... ახლობლები...
მათი ყურება მიჭირს... მიჭირს საკუთარი ძმა რომელიც დაკაწრული ხელებით და ფეხებით მაშველებთან ერთად ეძებს დიშვილიშვის... რომელიც მართლა ცაში გაფრინდა სხეულიანად მგონი... რადგან იყო ულამაზესი... მხიარული... ნიჭიერი... მოსიყვარულე... მართლა ანგელოზი იყო დედამიწაზე ამ უღმერთო სამყაროში...
კიდევ მიჭირს ამდენი ბოროტი ადამიანი ამ სივრცეში. მიჭირს სახელმწიფო....
მფრინავები... მაშველები… ჯარისკაცები არიან ვინც დღედაღამე ეძებენ ადამიანებს იმ იმედით ოჯახებს მიცვალებულები მაინც რომ დაუბრუნონ. მადლობა მათ ამისთვის. ისინი უდიდეს პატივისცემას იმსახურებენ… მიჭირს ყველა გარდაცვლილი და მათი ოჯახები... მიჭირს ჩემი ბავშვობა-შოვი- უამრავი მოგონებებით, რომელიც გაქრა.
ულამაზესი შოვი.... და კიდევ რაჭის სტიქიებს წინ ვერაფერი დაუდგება ბუნებამ ძაან იცის გაბრაზება…
ხო ..დღეს ვარკეთილის დასახლებიდან ულამაზეს კენჭაძე ნინიკოს გავაცილებთ.. ბევრი ელოდა სალომეს მაგრამ სალომე ხეთაგური არ ჩანს .... მენანებით .. სიტყვები ვერ ამბობს ამ დარდს და მწუხარებას„,- წერს ოჯახის ახლობელი.
ასევე ნახეთ:
„ახლა ვნახე შენს მოწერილებში... იქნებ შენ მაინც გამოჩნდე“ - რას წერს სოფიო ყარალაშვილის მამიდა
„მინდა მოგიყვეთ, ის რაც უთქმელი დარჩა..." - რას წერს ერთ-ერთი მომხმარებელი რაჭის ჯგუფში
ვინ არიან მეწყერს გადარჩენილი დები - სოციალურ ქსელში ფოტო ვრცელდება