დღეს ისმის კატეგორიული მოთხოვნა მოყვასისადმი - ჩემს შეხედულებას თუ არ იზიარებ, ქვეყნის მტერი ხარ, ძალიან ჰგავს, „ხალხის მტრებად" გამოცხადების კამპანიას უახლეს წარსულში - ანდრია ჯაღმაიძე

ანდრია ჯაღმაიძე

რამდენადაც სწორად არ უნდა ეჩვენებოდეს ვინმეს საკუთარი პოზიცია, ეთიკისაგან სრულიად დაცლილი მეთოდით მოქმედება, სიკეთეს ვერ მოუტანს ქვეყანას, - წერს სოციალურ ქსელში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე

„ის რაც დღეს ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარში მოხდა, თავისი სიმძიმით უტოლდება ეკლესიების დარბევისა და ქრისტიანთა დევნის ისტორიულ მოვლენებს.

დღეს ისმის კატეგორიული მოთხოვნა მოყვასისადმი - ჩემს შეხედულებას თუ არ იზიარებ, ქვეყნის მტერი ხარ, ესეც ძალიან ჰგავს, „ხალხის მტრებად" გამოცხადების კამპანიას უახლეს წარსულში.

დღეს გავრცელდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოწოდება ურთიერთ პატივისცემასა და ურთიერთ სიყვარულის შესახებ, მეტი სიყვარული და წინდახედულობა გვმართებს.

ყველანი უნდა შევებრძოლოთ სიძულვილს და არა ერთმანეთს. მთავარი მტერი კაცობრიობისა არის ურთიერთგაუტანლობა.

სიყვარულის მქადაგებელი ანდრია პირველწოდებული იყოს ჩვენი მფარველი!“, - წერს ანდრია ჯაღმაიძე.