დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი: გამოვხატავთ უდიდეს მწუხარებას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ჩვენი მწყემსის გარდაცვალების გამო. ეს არის უდიდესი სევდა ყოველი ქრისტიანისთვის

თეიმურაზ თათარაშვილი

გამოვხატავთ უდიდეს მწუხარებას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ჩვენი მწყემსის გარდაცვალების გამო, - განაცხადა დეკანოზმა თეიმურაზ თათარაშვილმა.

მისივე თქმით, ეს არის უდიდესი სევდა ყოველი ქრისტიანისთვის.

„წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, რომელიც აშენდა მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, ელის საქართველოს მამამთავრის მოსვენებას“, - აღნიშნა დეკანოზმა თეიმურაზ თათარაშვილმა.

საპატრიარქოში მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა იმართება, რომლის დასრულების შემდეგაც გამოცხადდება დეტალები უწმინდესისა და უნეტარესის დაკრძალვის შესახებ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა.