ხანძარი თბილისში - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
1790950511
მოცეკვავე ოთო ფოლადაშვილი ბავშვობის ისტორიას იხსენებს და ამბობს, რომ მის ცხოვრებაში ცეკვის დაწყება დედასთან არის დაკავშირებული.
ოთოს თქმით, მისი უფროსი და ცეკვაზე დადიოდა, ის კი მშობლების მოსაცდელში ელოდებოდა. 5-6 წლის ასაკში დედას სთხოვა, გაკვეთილზე შესულიყო და ეყურებინა. თავდაპირველად კუთხეში იჯდა, თუმცა რამდენიმე გაკვეთილის შემდეგ თავადაც დაიწყო მოძრაობების გამეორება.
„ერთხელაც რომ შემოიხედა დედაჩემმა, კუთხეში აღარ ვიჯექი, ვიდექი და ვცეკვავდი“,- იხსენებს ოთო.
სწორედ დედამ შენიშნა მისი შესაძლებლობა და პედაგოგებს სთხოვა, ბავშვისთვის ცეკვისთვის საჭირო ტანსაცმელი მოემზადებინათ. რამდენიმე კვირაში ოთო უკვე ღია გაკვეთილზე უფროსი ჯგუფის ბავშვებთან ერთად ცეკვავდა.
მისი თქმით, ამ მომენტიდან დაიწყო გზა, რომელმაც საბოლოოდ არაერთ გამარჯვებამდე, ტიტულსა და საერთაშორისო წარმატებამდე მიიყვანა.
ოთო ფოლადაშვილი ასევე ამბობს, რომ დედისგან ქიმიის სიყვარული და ცოდნაც მიიღო. დედა ქიმიის პედაგოგი იყო. მისი თქმით, ოჯახმა და განსაკუთრებით მშობლებმა მის პროფესიულ გზაზე დიდი გავლენა მოახდინეს.