დაზიანდა წყალსადენი, რომელიც ვაკე-საბურთალოს და გლდანის ნაწილს, ასევე მცხეთას ამარაგებს - ამ დროისთვის უცნობია როდის აღდგება წყლის მიწოდება

წყალი

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" განცხადებით, დღეს 16 ივნისს, სოფელი წიწამურის მიმდებარედ, თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომელიც თბილისში ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნაწილს და ქალაქ მცხეთას სასმელი წყლით ამარაგებს, ავარიულად დაზიანდა.

კომპანია ამბობს, რომ დაზიანების აღმოფხვრისთვის სამუშაოები რამდენიმე მიმართულებებით აქტიურად მიმდინარეობს. კომპანია ამ ეტაპზე ვერ ამბობს როდის აღდგება წყალმომარაგება.

"აღსანიშნავია, რომ მილსადენის დაზიანებული მონაკვეთი რთულად მისადგომ რელიეფზე მდებარეობს, რის გამოც სამუშაოების დასაგეგმად დამატებითი სპეც-ტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს.

ჯივიპის საოპერაციო ცენტრები პარალელურად მუშაობენ ავარიის აღმოფხვრის ალტერნატიულ გეგმებზე, რათა დაზიანების სირთულის გათვალისწინებით, წყალმომარაგების აღდგენა მაქსიმალურად ოპერატიულად მოხდეს.

16 ივნისის საღამოს 10 საათზე კომპანია დამატებით მოგაწვდით ინფორმაციას სამუშაოების მიმდინარეობისა და წყალმომარაგების აღდგენის დროსთან დაკავშირებით", - წერია განცხადებაში.