დავით კოდუა აბიტურიენტებს: თქვენი განათლება მნიშვნელოვანია არამარტო პირადად თქვენთვის, არამედ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის

დავით კოდუა

ზუგდიდის დელეგატი საქართველოს პარლამენტში დავით კოდუა აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების დაწყებას ულოცავს.

„დღეს, ქვეყნის მასშტაბით, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. მინდა წარმატებები გისურვოთ თითოეულ აბიტურიენტს! თქვენი შრომა შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

ეს განსაკუთრებული ეტაპია თქვენს ცხოვრებაში – პროფესიის არჩევის და პირველი დიდი ნაბიჯის, რომელსაც თქვენი განათლებით გადადგამთ.

თქვენი განათლება მნიშვნელოვანია არამარტო პირადად თქვენთვის, არამედ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ძალა, განვითარება და გამარჯვება განათლებაშია – დარწმუნებული ვარ, ცოდნა და შრომა აუცილებლად დაგიფასდებათ.

კიდევ ერთხელ წარმატებებს გისურვებთ თითოეულ აბიტურიენტს, მშობლებსა და გულშემატკივრებს!“ – წერს კოდუა.