„მძღოლი დაჯარიმდება 200 ლარით“ - შსს განცხადებას ავრცელებს
1763102942
დაცული ტერიტორიების სააგენტოს კონკურსი — „შემოსავლის მომტანი ინიციატივების ხელშეწყობა“ — მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებასა და არსებული მცირე ბიზნესების განვითარებას.
კონკურსში მონაწილეობა მიიღო 29 მონაწილემ, ხოლო მხარდაჭერილი ინიციატივების საგრანტო ფონდი, ჯამში, 12 500 ლარს შეადგენს.
შერჩეული პროექტები მიმართულია მეფუტკრეობის, სამშენებლო საქმიანობის, ტურისტული სერვისების და შინამეურნეობის გაუმჯობესების ხელშეწყობისკენ, რაც ტანას აღკვეთილის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას დამატებით შესაძლებლობებს შეუქმნის და მათ ეკონომიკურ გაძლიერებას ხელს შეუწყობს.
კონკურსი განხორციელდა დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ პროექტის — „ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში“ ფარგლებში.
ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.