"ბოლო დაბადების დღე და აუხდენლად დარჩენილი სურვილი..." - ზურა ბაკურაძე 46 წლის გახდებოდა
1734968444
ფოთში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. ზღვისპირა ქალაქში მესამე დღეა გადაუღებლად წვიმს. უხვმა ნალექმა და ქარბორბალამ 300-მდე ოჯახი დააზარალა. ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილია ეზოები და საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები, მოსახლეობას გაუნადგურდა საყოფაცხოვრებო ტექნიკაც.
6 ბალიანმა შტორმმა დააზიანა სანაპირო ზოლი და ელექტრო გადამცემი ხაზები, შედეგად 100-მდე აბონენტი ელექტრო ენერგიის გარეშე დარჩა. სტიქიის გამო, ფოთში დროებით შეწყდა სასწავლო პროცესი.
სტიქიას ებრძვის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიც. ძლიერმა წვიმამ ყველაზე მეტი პრობლემა სოფელი ჩოჩხათს შეუქმნა. უხვი ნალექის გამო გააქტიურდა მეწყრული პროცესები, რის გამოც საჭირო გახდა სამი ოჯახის ევაკუაცია. პრობლემები შეიქმნა შიდა სასოფლო გზებზე.
რამდენიმე დღეა ინტენსიურად თოვს მაღალმთიან აჭარაში. ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტში თოვლის საფარმა ოც სანტიმეტრს მიაღწია. უწყვეტად გრძელდება სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, იწმინდება საავტომობილო გზები.
დასავლეთ საქართველოში სტიქიისგან მიყენებული ზარალის დათვლა გრძელდება. ადგილზე სპეციალური კომისია მუშაობს.