1734966700
„დამწვრობა მეუღლის მხრიდან ძალადობის შედეგად მიიღო“ - 25 წლის გალინა ნოზაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება
25 წლის გალინა ნოზაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას სხეულის სხვადასხვა მიდამოს თერმული დამწვრობა აღენიშნება.
ოჯახის ინფორმაციით, გალინა ნოზაძემ დამწვრობა მეუღლის მხრიდან ძალადობის შედეგად მიიღო.
გალინა ნოზაძე 13 ნოემბრის შემდეგ მკურნალობს ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში. ამჟამად მისი მდგომარეობა მძიმეა.
ოჯახის ცნობით, გალინა ნოზაძეს ესაჭიროება რეანიმაციაში ხანგრძლივი მკურნალობა, ოპერაციული ჩარევები, მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ მკურნალობის დასრულება ქირურგიულ განყოფილებაში, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და რისი შესაძლებლობაც ოჯახს არ აქვს.
დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ანგარიშებზე:
ლიბერთი ბანკი: GE65LB0711199161877001
მიმღები: ასმათი მეტრეველი (დედა).
საქართველოს ბანკი: GE82BG0000000345881740GEL
მიმღები: მადონა ნოზაძე.