„დაგვითბება უფრო მეტად…” - მეტეოროლოგის პროგნოზი

კობა ფარტენაძე

მეტეოროლოგ კობა ფარტენაძის პროგნოზით, მომდევნო 1 კვირის განმავლობაში, საქართველოში ამინდს კვლავ ანტიციკლონი და მასთან დაკავშირებული მაღალი წნევა განსაზღვრავს, ამიტომაც მზიანი დღეები გაგრძელდება და დაგვითბება უფრო მეტად.

"დასავლეთ საქართველოში +18, +20 გრადუსამდე მოიმატებს ტემპერატურა, აღმოსავლეთში კი +10, +12 გრადუსამდე დათბება", - წერს ფარტენაძე.