1749756331
„დაფიქსირდა გამაგრილებელი სასმელისგან ბავშვებში ინტოქსიკაცია ... გამოკვლეულია 21 შემთხვევა“ - სურსათის უვნებლობის სპეციალისტის გაფრთხილება

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი მარიამ ჩაჩუა საუბრობს, რამდენად სახიფათოა ბავშვებისთვის გამაგრილებელი სასმელი „სლაში“:
„ძალიან ვწუხვარ, რომ ე.წ. „სლაში“ ძალიან პოპულარული სასმელია. იცით, რომ ცოტა ხნის წინ შემთხვევა მოხდა — ბავშვს პირდაპირ ინტოქსიკაცია დაემართა ადგილზე, სწორედ ამ „სლაშის“ მიღების შემდეგ.
ამ ფაქტის გამო დუბლინის უნივერსიტეტის კოლეჯმა კვლევა ჩაატარა: 21 შემთხვევა გამოიკვლიეს იმ ბავშვების, რომელთაც „სლაშის“ მიღების შემდეგ მომენტალურად დასჭირდათ ჰოსპიტალიზაცია. დადგინდა, რომ სასმელი უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვთა ჯანმრთელობაზე — სისხლში მკვეთრად ეცემა შაქრის დონე, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს გონების დაკარგვა და, მათ შორის, კრუნჩხვებიც.
მთავარი მიზეზი გლიცეროლია — ხელოვნური დამატკბობელი, რომელიც ასევე ასრულებს ფუნქციას, რომ სასმელი ნახევრად გაყინულ მდგომარეობაში შენარჩუნდეს...“, - ამბობს მარიამ ჩაჩუა.