CNN: აშშ-ში ქარიშხალ „ჰელენს“ სამი ადამიანი ემსხვერპლა

ქარიშხალი

აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მძვინვარე ქარიშხალ „ჰელენს“ სამი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ფლორიდის გუბერნატორ რონ დესანტისის თქმით, ერთი ადამიანი დაიღუპა იმ მიზეზით, რომ მის მანქანას საგზაო ნიშანი დაეცა. კიდევ ორი ადამიანი ჯორჯიის შტატში ტორნადოს ემსხვერპლა, რომელიც ქარიშხალმა განაპირობა.

აშშ-ის ოფიციალური პირები არ გამორიცხავენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს. ქარიშხალი ამერიკის სანაპიროს დღეს ღამე მიუახლოვდა. მას მეოთხე კატეგორია მიენიჭა.