„ჩვიდმეტი ბედნიერი წელი შენთან ერთად და თხუთმეტი ტკივილით სავსე წელი შენს გარეშე...“ - ბერი ანდრია 32 წლის გახდებოდა

ბერი ანდრია 32 წლის გახდებოდა

დედა თინათინმა სოციალურ ქსელში აწ გარდაცვლილი შვილის 32 წლის იუბილეზე, ემოციური წერილი გამოაქვეყნა და გარდაცვლილ ანდრია მილორავას (შემდგომში ბერი ანდრია) დაბადების დღე მიულოცა.

„32 წლის იუბილეს გილოცავ დე ბერი ანდრია მილორავა! უშენობა ამ ქვეყნად უმძიმესია დე! რას არ დავთმობდი ერთხელ მაინც რომ შემეძლოს შენი ჩახუტება...

პირველის ერთ წუთზე იცოდი მოლოცვა ყველა დღესასწაულის, დაბადების დღის მოლოცვა განსაკუთრებულად გიყვარდა, ვერავინ დაგასწრებდა... ჩვიდმეტი ბედნიერი წელი შენთან ერთად და თხუთმეტი ტკივილით სავსე წელი შენს გარეშე...“,- წერს დედა თინათინი.