„შვილმა არ დამირეკა, არ მომილოცა, სამაგიეროდ...“ - რას წერს იუბილარი ცისნამი საყვარლიშვილი
1732656440
სტიქიის ზონაში მაშველები 23 წლის მარტოხელა დედას, სოფო ბაკურაძეს ეძებენ.
სოციალურ ქსელში შექმნილ ჯგუფში ,,რაჭა", საზოგადოებას 4 წლის ლუსის დახმარების თხოვნით მიმართავენ.
,,ჩვენი დახმარება სჭირდება 4 წლის ლუსის...
სოფო ბაკურაძე სოფელი გლოლადანაა. იგი შოვში კოტეჯებში მუშაობდა და 3 აგვისტოს სტიქიის ზონაში იმყოფებოდა.
სოფო ამ დრომდე დაკარგულთა სიაშია. ოჯახი სასწაულის იმედადაა და ჯერ კიდევ ელოდება მის გამოჩენას. განსაკუთრებით კი ელოდება მისი მცირეწლოვანი შვილი- ლუსი. ელოდება დედას, რომელმაც კევი უნდა მოუტანოს...
ლუსიზე ზრუნვის სრული პასუხისმგებლობა მარტოხელა დედას ჰქონდა.
სოციალური შემწეობის ამარა დარჩენილს კი, ახლა ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება...
თიბისი - GE97TB7512045061100018
მიმღები: გიორგი ბახტაძე
საქართველო - GE76BG0000000765107700
მიმღები გიორგი ბერიშვილი", - ნათქვამია ფეისბუქ პოსტში.
საზოგადოებას ლუსისთვის დახმარების თხოვნით მიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,რაჭის ახალგაზრდულმა ასამბლეამ".
ასევე ნახეთ:
„სიცხეზე მიწა შრება და ქვავდება...“ - შოვში, ზაზა მესხსა და მის შვილებს ამ დრომდე ეძებენ
,,ასეთი მინდა მახსოვდეს შოვი..." - დავით ჯელაძე სტიქიამდე გადაღებულ კადრებს აქვეყნებს