1735285236
„ჩვენ თვალწინ ცეცხლი აალდა და საშინელი გრუხუნი იყო...“ - რას ამბობს მგზავრი, რომლის თვითმფრინავს მეხი დაეცა
ქუთაისი-პრაღის რეისზე თვითმფრინავს ორჯერ მეხი დაეცა. შემთხვევის გამო ფრენა გაუქმდა და თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტში დაბრუნდა.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, თვითმფრინავს მეხი აფრენიდან დაახლოებით ნახევარ საათში დაეცა. პილოტს საქართველოს საჰაერო სივრცე ჯერ დატოვებული არ ჰქონდა, ამიტომ უკან დაბრუნდა.
ამ დროისთვის მგზავრები სასტუმროში არიან გადაყვანილები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შემთხვევის შესახებ მგზავრები სოციალურ ქსელში საკუთარ ემოციების შესახებაც წერენ.
„მეხი დაგვეცა......აფრენიდან 20 წთ-ში. ტექნიკური დათვალიერების მიზნით დაბრუნდა ხომალდი ქუთაისის აეროპორტში და საბოლოოდ გაუქმდა ფრენა. არავინ დაშავებულა თუ არ ჩავთვლით სტრესს და შიშს. მადლობა ხომალდის ეკიპაჟს. მადლობა მგზავრებს ძალიან გონივრული ქცევისთვის და პანიკისგან თავშეკავებისთვის....ჩვენ თვალწინ თვითმფრინავზე ცეცხლი აალდა და საშინელი გრუხუნი იყო. მადლობა უფალს ყველაფრისათვის....“,- იხსენებს ერთ-ერთი მომხმარებელი.