ადრეული დემენციის 5 ნიშანი, რომლის შესახებ ბევრმა არ იცის
1741036612
კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი" მძიმე ფინანსური კრიზისის წინაშე პირველად მაშინ აღმოჩნდა, როცა საერთაშორისო ბაზარზე ფეროშენადნობების ფასი რეკორდულად დაეცა, რამაც წარმოება მნიშვნელოვნად წამგებიანი გახადა. 2022 წელს დაწყებულმა კრიზისმა, ჭიათურაში ისედაც არარენტაბელური მადნის მოპოვების პროცესი შეაჩერა. ამის მიუხედავად, ათასობით დასაქმებულს "ჯორჯიან მანგანეზი" ხელფასის 60%-ს მაინც უნაზღაურებდა. რამდენიმე თვეში კი, გლობალური კრიზისის მიუხედავად, საწარმომ თანამშრომელთა ხელფასის არათუ საწყის ნიშნულზე დაბრუნება, არამედ 11.9%-იანი ზრდით შეძლო.
მაშინ, როცა კომპანია გარე ფაქტორებიდან მომდინარე გამოწვევების დაძლევაზე მუშაობდა, ჭიათურაში თავი შიდა პრობლემებმა იჩინა. წინა წლების სახელფასო ფონდის ზრდის მიუხედავად, დასაქმებულების ერთმა ნაწილმა ხელფასების კიდევ ერთხელ, 40%-ით გაზრდა მოითხოვა, ადგილობრივების ნაწილს კი გაცემული კომპენსაციების ოდენობა ეცოტავა. 2024 წლის მარტიდან ისინი რადიკალურ ქმედებებზეც გადავიდნენ და მაღაროების პიკეტირებაც დაიწყეს. 12 მოქმედი მაღაროდან გაჩერდა 7 მაღარო. კომპანიაში ამბობენ, რომ ამ დროიდან მუშაობა კიდევ ერთხელ გაჩერდა, თუმცა ამ შემთხვევაშიც, დასაქმებულები ხელფასის 60%-იან ანაზღაურებას კვლავ იღებენ.
ფინანსური კრიზისის დაძლევის მიზნით, "ჯორჯიან მანგანეზმა" საქმეში გამოცდილი, უცხოელი სპეციალისტებიც ჩართო. მოწვეული კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მანგანუმის ნედლეულის თვითღირებულების გაიაფება იყო.
დასაქმებულების ნაწილი პრობლემების დაძლევას კვლავ პროტესტის რეჟიმში ცდილობს. მოთხოვნები ჯერ არ გაუჟღერებიათ, თუმცა ამბობენ, რომ ხელფასის 60%-იანი ანაზღაურება მიმდინარე თვეში დაგვიანდა. მთავარ მოთხოვნებზე კი, როგორც ჩანს, პროტესტის მონაწილეებს შორის, ჯერ აზრთა სხვადასხვაობაა.
ფინანსური პრობლემების დაძლევაზე კომპანიაში მუშაობა ამჟამადაც გრძელდება. მათ შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს ფინანსურ ინსტიტუტებთან, რათა, სამუშაო პროცესის შეჩერების მიუხედავად, დასაქმებულების ანაზღაურების 60%-იანი რეჟიმი შენარჩუნდეს. მადნის მომპოვებელ კომპანიაში "კურიერი P.S.-ს" უთხრეს, რომ, პარალიზებული მაღაროების მიუხედავად, ბოლო 1 წლის განმავლობაში, ხელფასის სახით, კომპანიამ 83 მილიონ ლარამდე გასცა. მენეჯმენტი კრიზისის გაღრმავების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ჭიათურაში მაღაროების პიკეტირებას ასახელებს, რომელიც ამ დრომდე გრძელდება. ჯამში, საუბარია შვიდი მაღაროს პარალიზებაზე.
"ჯორჯიან მანგანეზი" იმერეთის რეგიონში და მთლიანად საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია, თუმცა კომპანია ამჟამად სრულად წაგებაზე მუშაობს.
ვრცლად ↓