საშვილოსნოს ყელის კიბოს 7 „შენიღბული“ სიმპტომი, რომლებსაც ქალების უმეტესობა უგულებელყოფს
1695667677
"ჩემზე არ ხდება გავლენა, ჩემზე გავლენას არავინ არ ახდენს" - ამის შესახებ, საზმაუს სამეურვეო საბჭოს სხდომაზე, გადაცემა "აქტუალური თემის წამყვანმა მაკა ცინცაძემ განაცხადა.
"ჩემზე არ ხდება გავლენა, ჩემზე გავლენას არავინ არ ახდენს... რაზე ვსაუბრობთ, რისთვის ვიბრძვით მთელი ამ ხნის განმავლობაში? სად არის ეს გავლენები, რომლებზეც საუბრობენ. ხომ შეიძლება ერთმა ადამიანმა მაინც რაიმე დამადასტურებელი მოიტანოს და გვაჩვენოს, გულწრფელად მაინტერესებს.
სინამდვილეში, რეალობა არის, რომ ჩვენ გვთხოვენ, გავაშუქოთ მხოლოდ ერთი მხარე, ვპოზიციონირებდეთ, როგორც ერთი კონკრეტული პარტიების აქტივისტები, გამოვხატოთ პოზიციები ამა თუ იმ პოლიტიკურ პროცესთან მიმართებაში, ამას პირდაპირ მთხოვდნენ, რომ დამეფიქსირებინა ჩემი პოზიცია კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, პოზიციები გვაქვს, მაგრამ, როგორც საზმაუს წამყვანებს, პროდიუსერებს გვაქვს ერთის მხრივ თმენის ვალდებულება და ჩვენ ვიცით რის უფლება გვაქვს ეთერში და რის უფლება არ გვაქვს.
ასე რომ, ვერასდროს გადავიქცევით ვერცერთი პოლიტიკური პარტიის ვერც რუპორებად, ვერც ინტერესის გამტარებლად და ვერც აქტივისტებად," - აღნიშნა საზმაუს სამეურვეო საბჭოს სხდომაზე გადაცემა "აქტუალური თემის წამყვანმა მაკა ცინცაძემ.