„ჩემი ტრაგედიის შემდეგ, ეთერში პირველად დაჯდომა მომიწია...“ - ნიკოლოზ წულუკიძე უმძიმეს თემაზე საუბრობს

წულუკიძე

თეატრმცოდნე და ტელეწამყვანმა ნიკოლოზ წულუკიძემ,  მასტერკლასში კიდევ ერთხელ გაიხსენა საკუთარი ცხოვრების ყველაზე რთული დღეები და ის დღე, როდესაც ტელევიზიაში დაბრუნდა:

„როცა რუსთაველის თეატრში მოხუც ჯამბაზებზე ვმუშაობდით, ეს ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოცდილება იყო – სასწრაფოს ვიძახებდით ხოლმე, ძალიან ცუდად იყვნენ, ზოგი მსახიობი 90 წლამდე იყო. ძლივს მოდიოდნენ, ხანდახან მიხმარება სჭირდებოდათ კიბეებზე რომ ამოსულიყვნენ.

დადგებოდნენ კულისებში, ზოგი წნევას იზომავდა, ზოგი ინსულინს იკეთებდა, უცებ გამოვიდოდნენ სცენაზე და დაფრინავდნენ. ვერ ვხვდებოდი, რა ძალა იყო, როცა სცენაზე გასვლისთანავე რაღაც ენერგია გემატება.

ამას მაშინ მივხვდი, როცა ჩემი ტრაგედიის შემდეგ, ეთერში პირველად დაჯდომა მომიწია. ტელევიზიაში დაახლოებით ერთ კვირაში მივედი, მაგრამ რამდენიმე დღე ვერ გავბედე, ეთერში გავსულიყავი, ამის ძალა არ მქონდა.

ერთ დღეს ვთქვი, დღეს თუ არ დავჯდები ეთერში, აღარასოდეს დავჯდები-მეთქი. გადაცემის მუსიკა რომ დაიწყო, უცებ მობილიზება მოვახდინე და დავიწყე“, – იხსენებს ნიკოლოზ წულუკიძე.

ნახეთ, ვიდეო: