ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის - რა ელის კაცობრიობას
1752103172
ჩარგალში ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის მასშტაბური რეაბილიტაცია იწყება.
სარეაბილიტაციო სამუშაოების გეგმა, რომელიც 2025-2027 წლებს მოიცავს, საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ ჩარგალში, ვაჟა-ფშაველას ფონდის დამფუძნებელ ლელა რაზიკაშვილთან, სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროს დიმიტრი მუჯირთან და კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის მუზეუმების სამმართველოს უფროს მაკა სოხაძესთან ერთად განიხილა.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მუზეუმის რეაბილიტაცია, ინფრასტრუქტურის განვითარება და განახლება, გარე განათების მოწესრიგება, სამუზეუმო ექსპოზიციების შეცვლა და განახლება, ექსპონატების მოწესრიგება, რესტავრაცია/კონსერვაცია.
რეაბილიტაციის შემდეგ, მცხეთა-მთიანეთის რეგიონს კიდევ ერთი თანამედროვე ინფრასტრუქტურის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი შეემატება.
ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.