ბრიტანული მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

ბრიტანული მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დიდი ბრიტანეთიდან პოპულარული მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მასპინძლობს. The Sun-ის, The Mirror-ის, The Daily Express-ის, TTG-ისა და PA Media-ს ჟურნალისტები და ფოტოგრაფები საქართველოში ბრიტანულ ავიაკომპანიასთან easyJet ერთობლივი მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში იმყოფებიან.

ბრიტანელი ჟურნალისტები თბილისის, მცხეთის, წალკის, უფლისციხისა და საქართველოს სხვა ტურისტულად საინტერესო ადგილების შესახებ ვრცელ სტატიებს ამზადებენ, მთავარი აქცენტები გაკეთდება საქართველოს ტურისტული პოტენციალის, სათავგადასავლო ტურიზმის, კულტურისა და სამზარეულოს შესახებ. ტურის მიზანია დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდა და ქვეყნის ცნობადობის ამაღლება.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაცია, ავიაკომპანიაeasyJet თანამშრომლობის ფარგლებში, უახლოს დღეებში, საქართველოში, კიდევ ერთ მედია ტურს უმასპიძლებს, ამჯერად შვეიცარიიდან.  საქართველოში Pichon Voyageur-ის, Echo Magazine-ის, Le Matin Dimanche-ისა და 20 Minutes-ის წარმომადგენლები ჩამოვლენ. პრესტურის მიზანია ჟენევა-თბილისის ავიამიმოსვლის პოპულარიზაცია, მგზავრთა ნაკადის ზრდა, აგრეთვე შვეიცარიაში საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ინფორმაციის ფართო აუდიტორიამდე გავრცელება.

easyJet ჰონგ-კონგში გამართულ საავიაციო ფორუმზე Routes Awards 2025 მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიად დასახელდა.  Routes Award-ის ჟიურიმ, რომელშიც მსოფლიოს წამყვანი აეროპორტებისა და საავიაციო ინდუსტრიის გადაწყვეტილების მიმღები პირები იყვნენ, განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ბრიტანული ავიაკომპანიის ახალ სტრატეგიულ მიმართულებებზე გააკეთეს, რომელთა შორისაა საქართველოს დედაქალაქი - თბილისი.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ერთ-ერთი ნაწილი easyJet-თან თანამშრომლობას გულისხმობს. კამპანიის ფარგლებში, დაჯავშნის საერთაშორისო პლატფორმაზე skyscanner მომზადდა ციფრული ბანერები საქართველოს შესახებ. კამპანია მოიცავს მედიატურებს, სოციალურ ქსელებში, ციფრულ და ბეჭდურ გამოცემებში საქართველოს შესახებ სტატიების მომზამდებას.