„ეს სიმპტომები ნაწლავის კიბოზე მიუთითებს" - ქირურგი განმარტავს
1779048241
დარწმუნებული ვარ, მომავალი უწმინდესი შეძლებს ღირსეულად ემსახუროს ჩვენს ქვეყანას და ეკლესიაში სავარაუდო განხეთქილების მცდელობები, რომელიც არაერთი წელია მიმდინარეობს, დასრულდება, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ვლადიმერ ბოჟაძემ.
დეპუტატის თქმით, ეკლესიისთვის ახალი უწმინდესი იქნება გამაერთიანებელი სერიოზული ფაქტორი.
„მიუხედავად იმისა, რომ სამი კანდიდატი იყო წარდგენილი და მეუფემ [შიომ] 24 ხმით გაიმარჯვა, დარწმუნებული ვარ, რომ იქნება გამაერთიანებელი ჩვენი საზოგადოების, ეკლესიის. ის, რომ სხვა კანდიდატებმაც მიიღეს ხმები, არ იქნება ასახული სამომავლოდ მათ ურთიერთობებზე. დარწმუნებული ვარ, მომავალი უწმინდესი შეძლებს ღირსეულად ემსახუროს ჩვენს ქვეყანას და ეკლესიაში სავარაუდო განხეთქილების მცდელობები, რომელიც არაერთი წელია მიმდინარეობს, დასრულდება. დარწმუნებული ვარ, რომ ეკლესიისთვის ახალი უწმინდესი იქნება გამაერთიანებელი სერიოზული ფაქტორი“, - აღნიშნა ბოჟაძემ.
საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი შიო მესამე მღვდელმთავრებმა 22 ხმით არჩიეს.