„საშინელი დღე გვქონდა დღეს, დახოცილები ვართ მთელი ოჯახი...“ - თაკო ჩარკვიანი
1762370757
დერმატო-ვენეროლოგი, რეზიდენტი ირინა მუსერიძე საქართველოში გავრცელებულ მუნის დაავადებაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, დაავადების დამარცხების შემდეგ, პაციენტებს შემდგომი ქავილი რჩებათ.
„ძალიან ბევრ პაციენტს მუნის შემდგომი ქავილი რჩება. შეკითხვა არის ყოველთვის ის, რომ ისევ განმივითარდა, თუ რატომ არის ასე? ჩვენ კი ვკლავთ მუნის ტკიპას და რეალურად, განადგურებულია, მაგრამ მკვდარი ტკიპა, მისი კვერცხები, მისი ფეკალური მასები კანში ალერგიულ რეაქციას იწვევს.
ამიტომ, შემდგომში, ექიმები ანტიჰისტამინურ საშუალებებს ნიშნავენ, რომ ქავილი რაღაცნაირად მოიხსნას. ამას, დაახლოებით, 1 თვე სჭირდება ხოლმე, კანიც აიქერცლება და მოვიშორებთ იმ ნაწილს, რომელიც ჰიპერმგრძნობელობას იწვევდა.
რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს რეციდივი, ისევ იყოს ტკიპა გააქტიურებული. თუ კანიდან წამოწეული პატარა პაპულები შეამჩნიეთ, მაშინ ის აუცილებლად ისევ გადასამოწმებელია და დასაწყებია მკურნალობა, რადგან სადღაც არსებობს წყარო. მაგალითად: არ ცვლით თეთრეულს, ტანსაცმელს, ან თქვენი ოჯახის წევრს აქვს მუნი და მის ტანსაცმელს იყენებთ... მნიშვნელოვანია, იმ წყაროს განადგურება, საიდანაც გემართებათ თქვენ,“ - განმარტავს ექიმი.