ბავშვებში სერიოზული ბულინგია ჩაცმაზე, რაც გასაოცარია, ბიჭებში უფრო - ზურაბ მხეიძე

ზურაბ მხეიძე

ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძე გადაცემის „მამების დრო“ სტუმარი იყო, სადაც ბევრ საინტერესო და პრობლემურ საკითხზე ისაუბრა, მათ შორის ბავშვებს შორის არსებულ ბულინგზეც.

„ბავშვებში სერიოზული ბულინგია ჩაცმაზე, და რაც გასაოცარია ბიჭებში უფრო, ანუ რა ბრენდის გაცვია. ერთ-ერთი გადაწყვეტილება ფორმების შემოღების იყო ესეც. ისეთი სერიოზული პრობლემები გააჩინა ბავშვებში, ვის რა აცვია. ვის რა აქვს წაკითხული, არავის აინტერესებს. გასარკვევია და დასაფიქრებელია ახლა, რა ორიენტირები აქვთ ახლა ამ ბავშვებს.“ - ამბობს ფსიქოლოგი.