„ბავშვებს ვუპოვეთ სახლი, ორი წლით და ქუჩაში აღარ იქნებიან...“ - აკა სინჯიკაშვილი სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

დახმარება

ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. 

„საოცრება ამბები, ბავშვებს ვუპოვეთ სახლი, ორი წლით და ქუჩაში აღარ იქნებიან. უკვე აქვთ ყველაფერი, რაც არ ჰქონდათ. მაცივარი ტელევიზორი, კომპიუტერი,საწოლები, გამათბობელი, ახალი ტანსაცმელი, ჭურჭელი, საჭმელი და საერთოდ ყველაფერი, რაც სჭირდებოდათ ბავშვები უკვე დადიან სკოლაში.  რამდენიმე დღეში შეიცვალა ყველაფერი, ახალი ცხოვრება დაიწყეს და აწი ყველაფერი კარგად იქნება.

დღეს კი სრულიად განსაკუთრებული დღე გვქონდა და ყველა ერთად ვიყავით ატრაქციონებზე.

სიტყვა "ბედნიერება" კი, რას ნიშნავს, თუ გაინტერესებთ, მარჯვენა ფოტოზეა გამოსახული

აბა თქვენ იცით ბავშვებო. ჩვენ სულ გეყოლებით  მილიონი მადლობა თქვენ, ყველას  
უბედურების ადგილას, ბედნიერება გააჩინეთ“, - წერს აკა სინჯიკაშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„ფულის გარდა ყველაფერს ვთხოვ ღმერთს“ – გაიცანით, მემთეური ქალი სენიე

„2008 წელს ომი რომ დაიწყო, კონცერტებზე უარი ვთქვი... არანაირი ფული არ მიღირს იმად, რომ ჩემს ქვეყანაში მაფურთხონ“ - ნუცა შანშიაშვილი

VIDE0: დოდონა ნამორაძის და გია ბაღაშვილის საოცარმა შესრულებამ გამომწერები აღაფრთოვანა