გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
მემთეურობის ტრადიცია ასობით წელს ითვლის. ნანუკა ჟორჟოლიანმა საზოგადოებას გააცნო მემთეური ქალები, რომლებიც მთაში თითქმის ნახევარი წელი პირუტყვის გამოკვებასთან ერთად ზამთრისთვის საჭირო რძის ნაწარმს აგროვებენ.
„აქ 15 წელია ვცხოვრობ.. სახეზე სულ ღიმილის მიზეზი ჩემი ოჯახია, არ ვარ მოხუშული, ქმარი მყავს, შვილი, ჯანმრთელები ვართ.. ჩვენ ჩვენი შემოსავალი გვყოფნის.. ყველა დღე არ ვმუშაობთ, მაგრამ არის დღეები დილის ცხრა საათიდან 6 საათამდე ვმუშაობ.
ღმერთს ვთხოვ სიკეთეს, ბედნიერებას, ჯანმრთელობას, ფულის გარდა ყველაფერს ვთხოვ ღმერთს.. 57 წლის ვხდები და ექიმთან საერთოდ არ ვარ მისული.
შენ ალბათ, ბევრ რამეს ხმარობ, რომ არ გასუქდე, მე ყველაფერ კარგს ვსვამ, კარგს ვჭამ, მაგრამ მაინც არ ვსუქდები. 10 ძროხა გვყავს“