პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დიკა სალაყაია სოციალურ ქსელში ახალ ინფორმაციას ავრცელებს ბავშვების შესახებ, რომლებსაც ცოტა ხნის წინ დედა გარდაეცვალათ და საზოგადოების დახმარებას საჭიროებდნენ. შეჭირვებული ოჯახის დასახმარებლად ბევრი ადამიანი გაერთიანდა. დედის გარდაცვალების შემდეგ კი არასრულწლოვნების მიმართ საზოგადოების თანადგომა კიდევ უფრო გაიზარდა.
რამდენიმე წუთის წინ დიკამ სოციალურ ქსელში ბავშვების ფოტო გამოაქვეყნა და სასიხარულო ამბავი ამცნო გულშემატკივრებს:
„ბაშვებთან ვიყავი ტელეფონმა რომ დარეკა… მამა რეკავს ციხიდანო გაბრიელმა და… ტელეფონი გამოვართვი
აკანკალებული ხმით ვუთხარი უმძიმესი ამბავი.
- მერე იყო დუმილი და კაცის ქვითინი…
არ ვიცი რა იყო მანამდე, მაგრამ საკუთარი შვილების დედის სიკვდილი და შვილების ტკივილი მივხვდი საშინლად ასტკივდა…
ყელში გაჩხერილი ბურთი გადავყლაპე.
ახლა ბავშვებს მშობელი სჭირდებოდათ… რომელიმე მაინც და ამ წამს შემატყობინეს, რომ ბავშვების მამა სასამართლომ გაამართლა და ახლა შვილებთან მიდის.დანარჩენსაც გაგაგებინებთ. ახლა ბავშვების უმთავრესი პრობლემის მოგვარებას ვცდილობ“,- წერს სალაყაია.
ცნობისთვის, პატარა ბავშვებს დედა 4 ნოემბერს გარდაიცვალა. მრავალშვილიან დედას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.