1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
ბათუმის საზღვაო აკვატორიაში ზღვაზე ძებნა-გადარჩენის და ავარიულად დაღვრილი ნავთობის ლიკვიდაციის წვრთნა ჩატარდა. ღონისძიება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.
წვრთნის სცენარის მიხედვით, ოპერაციის მონაწილეებს რამდენიმე დავალება უნდა შეესრულებინათ. სამაშველო ოპერაციები მასშტაბური ხასიათის იყო - მონაწილეობა მიიღო 34 ორგანიზაციის წარმომადგენელმა 160-მდე ადამიანმა. ჩატარებულმა ოპერაციამ მონაწილე ორგანიზაციებისა და დამკვირვებლების მხრიდან მაღალი შეფასება მიიღო.