„ბრალდებულმა თვითდაზიანება მიიყენა“ - ახალი დეტალები ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის საქმიდან
1755157930
ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 97-ე კმ-ზე (სოფ. ბოძაური) უამინდობის შედეგად, ჩამოვიდა მიწის მასა, რის გამოც მოძრაობა შეიზღუდა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 97-ე კმ-ზე (სოფ. ბოძაური) უამინდობის შედეგად, ჩამოვიდა მიწის მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გარკვეულ ნაწილზე გაწმენდითი სამუშაოები უკვე ჩატარდა. შეზღუდული ხილვადობის გამო, დარჩენილ ნაწილზე გაწმენდითი სამუშაოები ხვალ დილიდან განახლდება" - ნათქვამია განცხადებაში