ზოდიაქოს 6 ნიშნისთვის 2025 წელი ყველაზე წარმატებული იქნება
1731779211
ტარიელ ხარხელაური დღეს სასწაულის მომსწრე გახდა. ქუთაისის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში - იგივე ბაგრატის ტაძარში, პოეტის ხელში სანთლები თავისით აინთო!
ამ სასწაულის შესახებ, საზოგადოებას, ფეისბუქის მეშვეობით, იზა ვეფხვაძემ ამცნო.
„საოცარი, დაუჯერებელი ამბის მომსწრე გავხდით რამდენიმე წუთის წინ: ბაგრატის ტაძარში მოსალოცად ავედით ბატონ ტარიელ ხარხელაურთან და მის მეუღლესთან, ქალბატონ მარინასთან ერთად. ბატონი ტარიელი ჯვარცმასთან იდგა და უფალს შენდობას სთხოვდა, უცებ, მის ხელში, რომელშიც სანთლები ეჭირა და ახლოსაც კი არ იყო სასანთლესთან, ერთბაშად ოთხი სანთელი თავისით აინთო... დიდება უფალს... არ ვიცი, რა ვთქვა...ბატონი ტარიელი, ქალბატონი მარინა და ყველანი გაოგნებულნი ვართ... შეუცნობელნი არიან გზანი უფლისანი...
ამ ამბავს მრავალსიტყვაობა არ უხდება... უფალი ხილულ სასწაულებს მოუვლენს რჩეულთ...“, - წერს იზა ვეფხვაძე სოციალურ ქსელში.
ცეცხლის გადმოსვლის შესახებ გაოგნებული პოეტი "პრაიმტაიმს"უყვება და თავის პირველ ემოციას უზიარებს.
ტარიელ ხარხელაური: მეუღლესთან ერთად, ბაგრატის ტაძარი მოვილოცე. მივედი ჯვარცმასთან ხელში ხუთი სანთლით. ვდგავარ მაცხოვრის ჯვარცმის წინ და უფალს შევთხოვ: უამრავჯერ გიპატიებია შეურაცხყოფა და იქნებ ახლაც აპატიო ამ ცოდვილ სამყაროს-მეთქი...
უცებ, ამ დროს, ხელში სითბო ვიგრძენი; ხუთ სანთელში აქედან-იქედან ორ-ორი აინთო, შუა სანთელი არ აინთო! სანთლებთან ახლოს არ ვმდგარვარ. რა ახლოსაც არ უნდა ვმდგარიყავი, ასე ერთდროულად სანთლები ვერ აინთებოდა! ალი ავარდა!
ეს სასწაული რამდენიმე საათის წინ მოხდა და ახლაც გაოგნებული ვარ. გულს ბაგა-ბუგი გაუდის! ასეთი სასწაული ჩემს ცხოვრებაში არ მომხდარა. თვითონ მიკვირდა სხვა რომ ჰყვებოდა, ან გავიგებდი. დღეს საკუთარი თვალით ვიხილე...ნახეთ ვრცლად
ასევე დაგაინტერესებთ:
18 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
გაფრთხილება! ამ ქუჩებზე შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი