აბიტურიენტების საყურადღებოდ! - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს
1785741367
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ონკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორს, რემა ღვამიჩავას, რომელიც 65 წლის ასაკში გარდაიცვალა, ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგები ემშვიდობებიან. რემა ღვამიჩავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს ექიმი-ონკოლოგი გიორგი ღოღობერიძე და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით მასთან დაკავშირბით ერთ ამბავს იხსენებს.
„2015 წელს თსსუ-დან დამირეკეს, რადგან უნივერსიტეტში ყველაზე მაღალი შეფასება აიღე, თურქეთში გიშვებთ საერთაშორისო კონფერენციაზე ბატონ რემასთან ერთადო. ერთი მხრივ, გამიხარდა და მეორე მხრივ- ცოტა შემეშინდა, რადგან მანამდე ასე არსად წავსულვარ და არც ფინანსები მქონდა, თუმცა სულ ტყუილად.
ბატონმა რემამ მთელი იმ დროის განმავლობაში ისეთი ყურადღება მომაქცია, ისე დამიდგა გვერდში და ფინანსურადაც ისე მომეხმარა, რომ თავი მისი შვილიშვილი მეგონა. ძალიან მეწყინა, რომ ასეთი უკარგესი ადამიანი გამოაკლდა საქართველოს“,- წერს გიორგი ღოღობერიძე.