1742965024
ბაია პატარაია ამერიკული FARA-ს ზუსტ ასლზე: თუ მისი გამოყენება დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, მაშინ ჩვენ გვაქვს უბრალოდ შეფუთული რუსული კანონი

კავშირ "საფარის" ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ, არასამთავროების ორგანიზაციების მიერ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თუ "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული კანონი მედიაორგანიზაციებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზეც გავრცელდება, მაშინ ის "შეფუთული რუსული კანონი იქნება".
"აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ამერიკა არის პრეცედენტული საქმეების და სამართლის ქვეყანა, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონების დანერგვაში და განმარტებაში სასამართლოს ძალიან დიდი როლი აქვს. ასევე, უნდა გვახსოვდეს, რომ ამერიკაში სასამართლო ამ კანონს ["ფარას"] არ ავრცელებს მედია ორგანიზაციებზე და არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ხოლო ივანიშვილის "ფარა", რომელიც იტყუება, რომ ამერიკული კანონია, რეალურად თავის განმარტებით ბარათში ახსენებს სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ვერ აღასრულა რა რუსული კანონი, ის ცდილობს, რომ ცხვრის ფორმაში გადაფუთოს მგელი და ისე შემოგვთავაზოს, თითქოს ეს კანონი ["ფარა"] არის ამერიკული. ძალიან მალე ყველა გაიგებს, ეს კანონი რეალურად ივანიშვილის "ფარაა", თუ ამერიკული "ფარაა". თუ მისი გამოყენება დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, მაშინ ჩვენ გვაქვს უბრალოდ შეფუთული რუსული კანონი“, - განაცხადა ბაია პატარაიამ.