მკვლელობა ვარკეთილში - ექსკლუზიური კადრები, სადაც ტრაგედიამდე დაწყებული დაპირისპირებაა ასახული
1734982482
მომავალი წლიდან საქალაქთაშორისო რეგულარული მგზავრთგადაყვანა M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით განხორციელდება.
ახალი რეგულაციის მიხედვით, რომელიც 2025 წლის 1-ლი ივნისიდან შევა ძალაში, მიკროავტობუსებით მგზავრების გადაყვანა იკრძალება თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდსა და თელავში. შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული ქალაქების მიმართულებით მიკროავტობუსებით მგზავრების გადაყვანა ვეღარ მოხდება.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, რომ ცვლილება შეეხება 150 კმ-ზე მეტი მანძილით დაშორებულ საქართველოში მდებარე დასახლებებში საქალაქთაშორისო მგზავრთგადაყვანას.
„საქართველოში საქალაქთაშორისო სამგზავრო გადაყვანის რეფორმის ფარგლებში, 2025 წლის 1 ივნისიდან, ძალაში შედის ვალდებულება, რომელიც გულისხმობს თბილისს, ქუთაისს, ბათუმს, ზუგდიდს, თელავს და ასევე, 150 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებულ საქართველოში მდებარე შესაბამის დასახლებებს (ქალაქი, სოფელი, დაბა) შორის, რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებას M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებით“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.
წყარო: „ბიზნესპრესნიუსი“