შემოვიდა „საგანგაშო შეტყობინება“ - სურსათის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
1742589142
დაბა აბასთუმანში ავარია მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ, სამარშუტო ავტობუსს, რომელსაც მოსწავლეები გადაჰყავდა, მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. დაშავებულები ახალციხის კლინიკა „იმედში“ გადაიყვანეს.
კლინიკა „იმედის“ განცხადებით, მათთან გადაყვანილია 11 დაშავებული. მათ ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებათ და უტარდებათ დამატებითი კვლევები. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულები ზარზმის აკადემიის მოსწავლეები არიან, თუმცა აკადემიაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ.