ავსტრიის საელჩო: ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ ყველა მართლმადიდებელს საქართველოში და საზღვარგარეთ

ავსტრია

საქართველოში ავსტრიის საელჩო ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ავსტრიის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოხატავს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ს გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ყველა მართლმადიდებელს საქართველოში და საზღვარგარეთ“, – აღნიშნულია ავსტრიის საელჩოს სამძიმარში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.