1746303287
„ავარიებით საქართველოში ყოველწლიურად ერთი სოფლის მოსახლეობის რაოდენობა იღუპება“ - საგანგაშო სტატისტიკა

„ავარიებით წელიწადში ერთი სოფლის მოსახლეობის რაოდენობა იღუპება“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ეკონომისტი სოსო არჩვაძე აცხადებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს 2024 წლის 9 თვის მონაცემების მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით 1 563 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც დაშავდა 2 045 და გარდაიცვალა 125 ადამიანი. თუ გადავხედავთ გასული 5 წლის მონაცემებს, ყოველწლიურად ავარიის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა 400-450-ის ფარგლებში მერყეობს.