აშშ-ში დააკავეს 10 წლის ბავშვი, რომელმაც ავტომობილი მოიპარა და სკოლის საბავშვო მოედანზე შევარდა

მო

აშშ-ში, მინეაპოლისის პოლიციამ 10 წლის ბავშვი დააკავა, რომელმაც ავტომობილი მოიპარა და სკოლის საბავშვო მოედანზე შევარდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ინციდენტი ნელი სტოუნ ჯონსონის სკოლაში მოხდა. 10 წლის ბიჭს მეორე ხარისხის თავდასხმის ბრალდება ემუქრება.

პოლიციის ჩანაწერების მიხედვით, ბავშვს 30-ზე მეტი მსგავსი ქმედება აქვს ჩადენილი, მათ შორის, მანქანის ქურდობა და თავდასხმაა.

ბავშვის ოჯახი ხელისუფლებასთან თანამშრომლობს. ქალაქის პოლიციის უფროსის განცხადებით, საჭიროა სასწრაფო ჩარევა, რათა სამომავლოდ თავიდან იქნას აცილებული შესაძლო ზიანი.