,,ასეთი სასიხარულო ამბავი დიდი ხანი არ მომისმენია საქართველოდან" - გიორგი ფხაკაძე

giorgi fxakaZe

ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვების უცხოეთის კლინიკებში მკურნალობისთვის განაცხადების მიღება 24 ივლისიდან დაიწყება

აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე და წერს:

,,უმაგრესი ამბავია!
 ასეთი სასიხარულო ამბავი დიდი ხანი არ მომისმენია საქართველოდან. მსოფლიო ჩემპიონატზე რომ ავიღოთ პირველი ადგილი, ისე არ გამიხარდებოდა.

პატარების სიცოცხლე იქნება დაცული. იმედი მაქვს, რომ დადგება დრო, მალე, და სოციალურ ქსელებში და მედიაში აღარ იქნება “დახმარების” პოსტები…

ეს არის სწორი გადაწყვეტილება, დაგვიანებული, მაგრამ სწორი. ჯანმრთელობას ვუსურვებ ყველას", - წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.