"ბოლო დაბადების დღე და აუხდენლად დარჩენილი სურვილი..." - ზურა ბაკურაძე 46 წლის გახდებოდა
1734968444
„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ პროგრამის ფარგლებში დავასრულეთ კვინიტაძისა და გრიშაშვილის ქუჩებზე ახალი, თანამედროვე სტანდარტის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა.
მოგვარდა აქ მაცხოვრებელი 82 ოჯახის პრობლემა და გამოწვევები უსაფრთხოების ნაწილში. უსახური, ბარაკული ტიპის საცხოვრებელი სახლების ნაცვლად ისინი კომფორტულ გარემოში განაგრძობენ ცხოვრებას. პირველ სართულზე განთავსებულია საპარკინგე სივრცე, ხოლო დანარჩენი სართულები განკუთვნილია საცხოვრებლად.
ეს არის ერთ-ერთი დასრულებული პროექტი, ბუნებრივია, ჩვენ აქტიურად განვაგრძობთ აღნიშნული პროგრამის მხარდაჭერას.
პროგრამის ფარგლებში, ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა მიმდინარეობს სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე და დასრულების ეტაპზეა - მაიაკოვსკის, 26 მაისის ქუჩებსა და ე.წ. შანხაის დასახლებაში.
გამაგრებითი სამუშაოები ხორციელდება 4 მისამართზე, უკვე დასრულებულია 11 მისამართზე, ხოლო 255 სახლზე მომზადებულია საექსპერტო დასკვნა.
პროგრამა 4 წლიანია, რომლის ფარგლებშიც, საჭიროების მქონე ყველა პირს ეტაპობრივად გადაეცემა ახალი, თანამედროვე და უსაფრთხო საცხოვრებელი ბინა. - წერს არჩილ ჩიქოვანი სოციალურ ქსელში.