მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული შეიწყალა
1737302050
მსახიობმა დათო დვალიშვილმა მისი ცხოვრების საინტერესო მომენტებზე გადაცემაში „ნიკოლოზის კითხვები“ ისაუბრა.
„ყოველთვის მინდოდა, რომ დიდი სახლი მქონოდა. ყოველთვის მომწონდა, სახლში რომ პატარა ბავშვი დარბის. ოცნება მქონდა, რომ ყველას ერთად გვეცხოვრა. სანზონაში ნახეს ორსართულიანი სახლი, რომელიც 18 ათასად იყიდებოდა. ჭერიდან წვიმა ჩამოდიოდა, იატაკიც შესაცვლელი იყო. ამ ფასად ნორმალურ სახლს ვინ მოგცემდა.
მეგობრებში გავიკითხე და ერთმა მითრა ტრუბებს მოგცემო, ცემენტზე მივედით ვიღაცამ მიცნო და მეტი მომცა, მოკლედ მეგობრობისა და ნაცნობობის წყალობით მესამე სართული დავაშენეთ სახლს. სუფრა გაიშალა, მეგობარი ჩამოვიდა ახალციხიდან, გაუკვირდა პარკეტი არ გაქვსო? მეორე დღეს ჩამოგივა ფულიო, მოკლედ მესამე დღეს 100 კვადრატული პარკეტი მოვიდა სახლში. ახლა მისი სახელობის პარკეტი მაქვს, ასე ძმაკაცობით და მეგობრობით აშენდა ეს სახლი.
ჩემი შვილიშვილი 26 წლისაა, არაა სახლში. გოგო სუხიშვილებში ცეკვავს. არავის უნდა გათხოვება და ცოლის მოყვანა. მე უკვე აღარ შემიძლია ბავშვების კეთება და ისეა საქმე, რომ მე და ჩემი ცოლი ვრჩებით სახლში მარტო“. – ამბობს დათო დვალიშვილი და დასძენს, რომ მის სახლში არ შეიძლება არც გინება და არც სიგარეტის მოწევა.
ასევე წაიკითხეთ:
როგორ ვისწავლოთ ეკონომია: 3 სასარგებლო ჩვევა, რომელიც კრიზისის დროს დაგეხმარებათ
„ზღვიდან ქვებისა და ნიჟარების სახლში წამოღება არ შეიძლება, სიკვდილი იცის“ - ტაროლოგი