ვინ არის ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა და როგორია მისი მდგომარეობა
1795158379
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა.
ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ის კვლავ დამწვრობის ცენტრში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
"ამ წუთისთვის, მდგომარეობა უცვლელია. ვინარჩუნებთ სტაბილურობას, მედიკამენტოზური მკურნალობის ფონზე, თუმცა დიაგნოზი, სამწუხაროდ, ძალიან სერიოზულია.
მას აღენიშნება 87%-იანი, მასშტაბური დამწვრობა - არა მარტო კანი აქვს დაზიანებული, ასევე გვაქვს სასუნთქი გზების დაზიანება და ბაროტრავმა, რომელიც, სავარაუდოდ, გაზის აფეთქებამ გამოიწვია", - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.