1756145280
საფრანგეთში წყალსაცავიდან წყლის შეგროვების დროს, სახანძრო ვერტმფრენი ჩამოვარდა

საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთით, წყალსაცავიდან წყლის შეგროვების დროს, სახანძრო ვერტმფრენი ჩამოვარდა. თვითმხილველებმა ჩამოვარდნის მომენტი ვიდეოზე აღბეჭდეს.
კადრების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, პილოტმა სიმაღლე არასწორად შეაფასა, რის გამოც ვერტმფრენის პირი წყალს შეეხო. ამის შემდეგ, მანქანა დატრიალდა და ტბორში ჩავარდა.
BFMTV იუწყება, რომ ეკიპაჟმა კაბინიდან უვნებლად გამოსვლა მოახერხა.
პილოტებისთვის ეს უკვე 24 საათის განმავლობაში წყალსაცავზე წყლის 28-ე შეგროვების შემთხვევა იყო. ისინი საცხოვრებელ შენობაში ხანძარს აქრობდნენ.