დიდი პაუზის შემდეგ, ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე მიმართვას ავრცელებს
1773086964
გარემოს ეროვნული სააგენტო 10-12 მარტს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.
სინოპტიკოსების ცნობით, 10 მარტიდან დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და დათბება, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მცირე ნალექი და ნისლია მოსალოდნელი.
„თბილისში 10-11 მარტს მცირე ნალექი და ნისლია მოსალოდნელი, ხოლო 12 მარტს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 10-11 მარტს ზოგან მცირე ნალექი და ნისლია მოსალოდნელი, ხოლო 12 მარტს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 10-11 მარტს ზოგან მცირე ნალექი და ნისლია მოსალოდნელი, ხოლო 12 მარტს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 10-11 მარტს ზოგან მცირე ნალექი და ნისლია მოსალოდნელი, ხოლო 12 მარტს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 10-11 მარტს ზოგან მცირე თოვლი და ნისლია მოსალოდნელი, ხოლო 12 მარტს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით -2, -4 გრადუსი დაფიქსირდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.