ამინდი იცვლება! - ნახეთ, 5 ნოემბრამდე მოსალოდნელი პროგნოზი

გთავაზობთ რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ძლიერი ქარის დროს შენობის შიგნით და მის გარეთ. რეკომენდაციებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.  როგორ უნდა მოიქცეთ ძლიერი ქარის დროს შენობის გარეთ იპოვეთ შენობა და შეაფარეთ თავი; დაიცავით

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში 1-4 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

სააგენტოს ცნობით, 1-2 ნოემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, 3 ნოემბრიდან კი გაწვიმდება და გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 1-2 ნოემბერს დღისით დაბლობსა და ბარში +18, +23 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 3-4 ნოემბერს დაიკლებს.

„თბილისში 1-3 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. 3-4 ნოემბერს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 1-3 ნოემბერს დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 4 ნოემბერს შედარებით აცივდება და, შესაძლოა, მცირე წვიმა აღინიშნოს.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 1-2 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 3 ნოემბერს კი გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა 1-2 ნოემბერს დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 3-4 ნოემბერს დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 1-2 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 3 ნოემბერს კი გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა 1-2 ნოემბერს დღისით +20, +23 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 3-4 ნოემბერს დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) 1-2 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 3 ნოემბერს კი გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა 1-2 ნოემბერს დღისით +15, +20 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 3-4 ნოემბერს დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) 1-2 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, 3 ნოემბერს კი ზოგან თოვლჭყაპია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 1-2 ნოემბერს დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 3-4 ნოემბერს დაიკლებს.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) 1-2 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 3-4 ნოემბერს კი ზოგან გაწვიმდება და იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 1-3 ნოემბერს დღისით +16, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 4 ნოემბერს დაიკლებს;

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) 1-2 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 3-4 ნოემბერს კი ზოგან გაწვიმდება და იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 1-3 ნოემბერს დღისით +16, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 4 ნოემბერს დაიკლებს;

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) 1-2 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, 3-4 ნოემბერს კი ზოგან გაწვიმდება და იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 1-3 ნოემბერს დღისით +13, +18 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 4 ნოემბერს დაიკლებს;

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) 1-2 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, 3-4 ნოემბერს კი ზოგან თოვლჭყაპი და დასავლეთის მიმართულების ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 1-3 ნოემბერს დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 4 ნოემბერს დაიკლებს“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმციაში.