„ამინდი გაუარესდება, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელია წვიმა და ტემპერატურის კლება“ - განახლებული პროგნოზი

წვიმიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით დღეს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, აღმოსავლეთ საქართველოში კი სეტყვა. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 28-33 გრადუსამდე გათბება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 33 გრადუსი იქნება.

დედაქალაქშიც მოსალოდნელია წვიმა და მაქსიმალური ტემპერატურა 35 გრადუსი იქნება.

14 ივნისიდან სინოპტიკოსების ინფორმაციით, ამინდი გაუარესდება, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელია წვიმა და ტემპერატურის კლება.