დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
შოვის ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. როგორ უნდა მოახერხონ ამ ტკივილთან ერთად ცხოვრება, როგორ უნდა გაძლიერდნენ სულიერად სასოწარკვეთილი ადამიანები, ამ საკითხზე დეკანოზი, შალვა კეკელია „კვირის პალიტრას“ ესაუბრა.
„მამა თოჯინით - ეს კადრი თვალებიდან არ ამომდის. ამბობენ, თურმე ითხოვდა, მომკალით თუ შეგიძლიათ, თავი რომ მოვიკლა, ჩემს შვილებს ვერ შევხვდები და დამეხმარეთო. მას ცხოვრება აღარ შეუძლია, მეუღლე და სამი შვილი აღარ ჰყავს. ამას პასუხი არა აქვს, როგორ უნდა გააგრძელოს ცხოვრება, მაგრამ თუ ამას შევხედავთ სულიერად, გარდაცვლილები იქით სამყაროში ელოდებიან, იმიტომ რომ მათი სულები ცოცხალია. ისინი მარადიულ სამყოფელში გადავიდნენ. ჩვენ ქართველებს გვაქვს ასეთი სიტყვა "გარდაიცვალა" ანუ მდგომარეობა შეიცვალა. ლოცვებში ვკითხულობთ: "წმიდათა თანა განუსვენე ქრისტე, სულსა მონისა (მხევლისა) შენისასა, სადა იგი არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი" - ანუ ამქვეყნიური მისი მოღვაწეობა დასრულდა და მარადიულ ცხოვრებას შეუერთდა.
დარწმუნებული ვარ, ისინი ღვთის წინაშე არიან, იქ, სადაც წმინდანები არიან, სადაც მართალი სულები განისვენებენ. აქ დარჩენილმაც ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა იქ მოხვდეს, სადაც მისი შვილები არიან. ამისთვის ბევრი უნდა იღვაწოს სულიერად, ამ ტკივილთან ერთად ცხოვრება უნდა ისწავლოს, რაც ძალიან რთულია, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად არის ღვთის დიდი ნუგეში...“,- ამბობს მამა შალვა კეკელია.
ასევე ნახეთ:
„დილამდე გვერდით ვეწექი და ველაპარაკებოდი... უკვე გარდაცვლილი იყო“- ზურა ყიფშიძე
წვიმა და დაბალი ტემპერატურა - ნახეთ პროგნოზი საათების და დღეების მიხედვით