1748675716
ამ მისამართებზე შუქი საღამომდე არ იქნება - ნახეთ, ჩამონათვალი

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 27 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ელექტროენერგიის აღდგენის გრაფიკი რაიონებისა და ქუჩების მიხედვით ასეთია:
მთაწმინდის და კრწანისის რაიონები
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ტაბახმელას (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდებას, სოფელი ბეთანიის, სოფელი კიკეთის და სოფელი კოჯრის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის I მიკრორაონის (ნაწილობრივ), მუხიანის I, II, III მიკრორაიონების(ნაწილობრივ), სამხედრო დასახლების (ნაწილობრივ), მარატ ნოზაძის, წმინდა ნინოს, ალეკო გობრონიძის და ლეო კერესელიძის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრორაონის (ნაწილობრივ), ალეკო გობრონიძის, შენგელიას, შულენბურგის და კეცხოველის ქუჩების მოსახლეობას.