ამ დაზიანებით შეიძლება ამპუტაციამდე მივიდეს საქმე - ზაზა თელიას გაფრთხილება

დერმატოლოგი

როგორ შეიძლება აისახოს მაღალი შაქარი თვალებზე, თირკმელზე, ნერვულ და გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, რატომ არის განსაკუთრებული ყურადღება საჭირო დიაბეტის დროს ტერფების მოვლაზე? - ამ და სხვა საკითხებზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ დერმატო-ვენეროლოგმა ზაზა თელიამ ისაუბრა:

„დიაბეტი სამწუხაროდ, ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ზოგ შემთხვევაში არის თანდაყოლილი, ზოგ შემთხვევაში კი შეძენილი. ეს არის დაავადება, რომელიც არის, „ჩუმი მკვლელი“. ისეთ გართულებებთან არის დაკავშირებული, შესაძლოა თავიდანწარმოუდგენლად გვეჩვენებოდეს. ძირითადი პრობლემა არის ის,
რომ აზიანებს სისხლძარღვებსა და ნერვულ ქსოვილებს. მუდმივი შაქრის მაღალი დონე აღწევს სისხლის მიკრო უჯრედებამდე და შესაბამისად ხდება სხვადასხვა ანთებითი პროცესი. აზოტის გამოყოფა მცირდება, შესაბამისად
სისხლძარღვის კედლის შევიწროება, გაფართოება ირღვევა. ერთ-ერთი გართულება არის დიაბეტური ნეიროპათია. ეს არის ნერვული ქსოვილების დაზიანება, მათ შორის კიდურებზე და ხდება მგრძნობელობის დაქვეითება. ასეთ დროს პაციენტს ურჩევენ ფეხსაცმელი და წინდა ჩაცმის წინ შეამოწმონ, რადგან არ მოხდეს რაიმე საგნით ზეწოლა კანზე. ამ დაზიანებით შეიძლება ადამიანს ამპუტაციამდე მიუვიდეს საქმე. ძალიან რთულია შეხორცების პროცესი“, - აღნიშნა ზაზა თელიამ.

✕