დაღუპულია 23 წლის ბიჭი - ტრაგედია გონიოში
1752696309
საბურთალოს რაიონში, მერაბ ალექსიძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის 2025 წლის ერთ-ერთ მასშტაბური პროექტია.
რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად განახლდება 1 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალსადენისა და 600 მეტრამდე სიგრძის წყალარინების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები. ახალ ქსელზე 42 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, 4 სახანძრო ჰიდრანტი და 42 საკვანძო ჭა მოეწყობა.
სამუშოების მიმდინარე ეტაპზე კომპანამ წყალმომარაგების ქსელების ძირითადი ნაწილი უკვე მოაწყო, რის შემდეგაც წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია დაიწყება.
ალექსიძის ქუჩაზე წყალსადენისა და წყალარინების ქსელების სარეაბილიტაციო პროექტი ივლისში დაიწყო და მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს დასრულდება. პროექტის ჯამური ინვესტიცია 1 200 000 ლარამდეა.
აღნიშნული სარეაბილიტაციო პროექტის დასრულების შემდეგ ალექსიძის ქუჩისა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება წყალმომარაგება.
„თბილისის წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტები აქტიურად მიმდინარეობს. ალექსიძის ქუჩის რეაბილიტაცია, სადაც ახლა მასშტაბური სამუშაოები ტარდება 2025 წლის ერთ-ერთი მსხვილი და მნიშვნელოვანი პროექტია, რაშიც კომპანია 1.2 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს. სამუშაოების ფარგლებში სრულად განახლდება 1.6 კმ სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები. შედეგად ალექსიძისა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება მომსახურების ხარისხი“ - გიგა ნადირაძე, ჯივიპის ტექნიკური დირექტორი.
ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ავრცელებს.